ქართული ინგლისური რუსული მთავარი რეგისტრაცია კომპანია პარტნიორები დაგვიკავშირდით
საინფორმაციო სააგენტო სარკე
ქართული/ინგლისური/რუსული მენიუ

ახალი ამბები
ეკონომიკური პრესის მონიტორი
სპეციალური მიმოხილვა
 


ახალი ამბები 23 მარტი, 2023

ფინანსთა მინისტრი: 2022 წლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წილმა 72.6% შეადგინა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წელს საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $2 მილიარდს გადაჭარბა, რაც “ისტორიული მაჩვენებელია”.

2022 წლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ევროკავშირის, დიდ ბრიტანეთისა და აშშ-ის წილმა 72.6% შეადგინა, განაცხადა მინისტრმა, დღეს პარლამენტში გამოსვლისას. დაწვრილებით...


ფინანსთა მინისტრი: 2022 წელს ტურიზმიდან შემოსავლები, რუსეთის და უკრაინის გამოკლებით, 2019 წელთან შედარებით 91% აღდგა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წელს ნავარაუდევი იყო ტურიზმიდან შემოსავლების 70%-ის დონეზე აღდგენა 2019 წელთან (პამდემიამდელი პერიოდი) შედარებით.

თუმცა ფაქტობრივი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება პროგნოზს და, რუსეთისა და უკრაინის ვიზიტორებისგან მიღებული თანხების გამოკლებით, აღდგენამ 91% შეადგინა, განაცხადა მინისტრმა, დღეს პარლამენტში გამოსვლისას. დაწვრილებით...


ფინანსთა მინისტრი: წინასწარი მონაცემით, 2022 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3-3.5%-ის ფარგლებში იქნება

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, წინასწარი მონაცემით, 2022 წლის შედეგებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელს მშპ-ის 3-3.5%-ის ფარგლებში ველოდებით.

ამის შესახებ მინისტრმა დღეს პარლამენტში განაცხადა და აღნიშნა, რომ 2022 წლის 3 კვარტლის შედეგებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელმა $489 მილიონი შეადგინა. დაწვრილებით...


ფინანსთა მინისტრი: მოწესრიგდება სახელმწიფო საწარმოების ფლობის პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში წელს განხორციელდება საკანონმდებლო ბაზის შემუშავება. შედეგად, სხვა მიმართულებებთან ერთად, მოწესრიგდება სახელმწიფო საწარმოების ფლობის პოლიტიკა, აღნიშნავს ის. დაწვრილებით...


KfW-ის ხელშეწყობით, აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტი განხორციელდება

გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (KfW) თანამშრომლობით ტყის მდგრადი მართვის პროექტი დაიწყო, იუწყება აჭარის მთავრობა.

პროექტის ბიუჯეტი 7.5 მილიონ EUR-ს შეადგენს. დაწვრილებით...


ქართულმა მხარემ “APR Energy”-სთან ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკული კომპანია APR Energy-ს აღმასრულებელ დირექტორს ბენჯამინ ჩარჩს შეხვდა.

შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. დაწვრილებით...


12 ქართული კომპანია ლონდონის საკვებისა და სასმლის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

12 ქართული კომპანია ლონდონში, საკვებისა და სასმლის საერთაშორისო გამოფენაზე (IFE, 20-22 მარტი) იყო წარმოდგენილი, იუწყება სააგენტო აწარმოე საქართველოში.

ქართულმა კომპანიებმა მეორედ მიიღეს მონაწილეობა გამოფენაში, რომელსაც ყოველწლიურად 25,000-მდე ადამიანი სტუმრობს, აღნიშნავს სააგენტო. დაწვრილებით...


გერმანიაში გამართულ გამოფენაში ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ გამოფენა “ProWein 2023”-ში (19-21 მარტი) ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კომერციული სექტორის, მედიის და მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან. დაწვრილებით...


ეკონომიკური პრესის მონიტორი 24 მარტი, 2023

ბანკები და ფინანსები: “ხუციშვილი: საქართველოს საბაჟოებზე ანტირუსული სანქციები არ დარღვეულა”

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების ფარგლებში, მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1,020 საბაჟო გადაწყვეტილება.

ასევე, მიღებულია პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, განაცხადა მინისტრმა. დაწვრილებით...


Netgazeti.Ge: “რუსეთი საქართველოში ღვინის რუსული სერტიფიკატის გამცემი ლაბორატორიის გახსნას განიხილავს”

რუსეთი განიხილავს საქართველოში რუსული სტანდარტების შესაბამისად ღვინის სერტიფიცირების ლაბორატორიის შექმნას, იუწყება Netgazeti.Ge, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით. როგორც სტატიაში აღნიშნულია, შედეგად, აღარ იქნება საჭირო უშუალოდ რუსეთში სერტიფიკატის მიღება. დაწვრილებით...


ტაბულა: “ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა ონკოლოგიურ წამლებზე ფასი ხელოვნურად გაზარდა - სამინისტრო”

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან “მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება”.

უწყების ცნობით, ამჯერად, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. დაწვრილებით...


Forbes Georgia: ““რიკო ექსპრესმა”, “თიბისი კაპიტალის” დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა”

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესმა 130 მილიონი ლარის ოდენობის, საკრედიტო პორტფელით უზრუნველყოფილი, 3-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა.

აქედან, 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განთავსდა. დაწვრილებით...


სპეციალური მიმოხილვა 9 მარტი, 2023

საქართველოს ეკონომიკური კლიმატი (I კვარტალი, 2023)

“საქართველოს ეკონომიკური კლიმატი” პიემსი კვლევითი ცენტრის (PMC RC) პროდუქტია.

ამ ბიულეტენში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. დაწვრილებით...


ლარის კურსი (სებ)
  24/03/23 + / -
  USD   2.5764   0.0004
  EUR   2.7665   0.0363
  RUR   3.3585   0.0252
მოკლე ამბები თქვენს E-Mail-ზე
თავისუფალი მოკლე ახალი ამბები თქვენს E-Mail-ზე
განცხადებები
პატივცემულო მკითხველებო,

გისურვებთ ბედნიერ, მშვიდობიან და წარმატებულ ახალ წელს!

ჩვენ მივდივართ საახალწლო არდადეგებზე, ამიტომ ჩვენი საიტი 9 იანვრამდე არ განახლდება.

დიდება უკრაინას!

პატივისცემით,

საინფორმაციო სააგენტო სარკე


© 2023 საინფორმაციო სააგენტო სარკე