|
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შედეგად მოსალოდნელია 2.04 მილიარდი ტონის ოდენობით ნახშირჟანგის (CO2) ემისიის შემცირება. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საუბარია 78 პოტენციური ჰესის მშენებლობაზე, რომელთა ჯამური წლიური გამომუშავება 5 მილიარდ კვტსთ-ს გადააჭარბებს. დაწვრილებით...
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, თურქული Optimum Energy მიმდინარე წლის აპრილიდან 3 ჰესის მშენებლობას დაიწყებს. საუბარია სამცხე-ჯავახეთში - არაკალი ჰესის, აბულიჰესისა და ახალქალაქი ჰესის მშენებლობაზე. დაწვრილებით...
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა 2013 წლის გაზაფხულზე დაიწყება. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ფარავნის ტბასთან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელსაც ჩეხური კომპანია Wind Energy Invest განახორციელებს. დაწვრილებით...
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, სომხეთში გაზის ტრანზიტი ტესტურ რეჟიმში განახლდა. მაგისტრალური გაზსადენის ოპერატორმა - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამუშაოები დაასრულა, თუმცა არსებული კლიმატური პირობების გამო მილსადენს ტესტურ რეჟიმში ამუშავებს, აღნიშნავს კორპორაცია. დაწვრილებით...
ილიას უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის დასკვნით, თურქეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდება. როგორც ცენტრის კვლევაშია აღნიშნული, ფულადი გზავნილების კლების ტენდენცია თურქეთში ქართველებისთვის გართულებული სამუშაო პირობებითა და შეზღუდვებით არის გამოწვეული. დაწვრილებით...
დღეს, ბანკ კონსტანტამ რუსთავში (შარტავას, 4) განახლებული განყოფილება გახსნა. როგორც ბანკში განმარტავენ, რუსთავსა და ქვემო ქართლის რეგიონში ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პროდუქტებზე “მოთხოვნის საკმაოდ დიდი ზრდაა”. დაწვრილებით...
ილიას უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრმა “ყველაზე იაფი” და “ყველაზე ძვირი” სუპერმარკეტები გამოავლინა. ყველაზე იაფიან სუპერმარკეტებში პირველ ადგილზეა Goodwill. დაწვრილებით...
შპს Mountain Village სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დაწყებას მიმდინარე წლის დასაწყისში გეგმავდა, რაშიც 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. როგორც სარკეს კომპანიაში განუცხადეს, პროექტი გადაიდო, თუმცა ეს არ არის ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებული. დაწვრილებით...
რუსთავში მდებარე ქართულ-იტალიური ტყავის საწარმო Philimaska.ge აპრილიდან მზა ტყავის გამოშვებას დაიწყებს და პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზეც გაყიდის. კომპანია ამჟამად 300 ტონა გადამუშავებულ ე.წ. ნახევარფაბრიკატ ტყავს ამზადებს და ექსპორტზე თურქეთში და იტალიაში გააქვს. დაწვრილებით...
Socar Energy Georgia საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სპონსორი მიმდინარე წელსაც იქნება. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის ამ დღეებში გაფორმდა. დაწვრილებით...
|